ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
20 წელიწადში ერთხელ გადი ლიგაზე და იქაც იტალიურ გუნდებს ხვდება
las
17 მარტი 2023 16:26
1
მგონია რო ჰალანდს ვერავინ გააჩერებს ამ წელსაც და საერთოდ წლების განმავლობაში.
ika
17 მარტი 2023 16:25
33
ჰალანდი არ იქნება გასაჩერებელი, უბრალოდ ბურთი არ მივა ჰალანდამდე, ბაიერნმა უნდა მოიგოს ყველა ისტორიული გუნდის სახელით.
მეგრელი
17 მარტი 2023 17:02
7
მაგარი გამართლებაა.ფინალი რეალობა ხდება და იქ ვნახოთ!
ზურა7958
17 მარტი 2023 16:25
3
მგონია რო ჰალანდს ვერავინ გააჩერებს ამ წელსაც და საერთოდ წლების განმავლობაში.
ika
17 მარტი 2023 16:24
24
ტაში პარი...მაგას ჯერ ბათუმში გავაჩერებთდა მერე ბავარია ბურთს არ ასუნებინებს,გაითვალისწინე სად თამაშობს- დოღლიგაში
ნიკო
17 მარტი 2023 16:35
3
ასე მგონია ბაიერნი გადაუვლის სიტის, და დარჩებიან ისტორიული გუნდები.
მეგრელი
17 მარტი 2023 16:34
4
ყველა გამოხმაურება
არცერთი სხვა წილისყრის შედეგი არ იძლეოდა ამხელა შანსს ნაპოლისთვის ფინალში გასასვლელად.

ფორტუნა აშკარად ნაპოლის მხარესაა და იმედია ბოლომდე გამოიყენებენ.
finalshi
17 მარტი 2023 16:23
1
ბენფიკის დიდი გულშემატკივარი ვარ. ამ სეზონში განსაკუთრებით ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. მეორე მხარეს ხვიჩას დიდი ფანი ვარ და აქედან გამომდინარე ნაპოლის. ბენფიკა-ნაპოლი სანახაობრივად ლამაზი თამაში უნდა იყოს, იმედია ორივე გავა ნახევარფინალში! ფინალი მინდოდა ამათი მონაწილეობით, მაგრამ არ გამოვიდა.
ვანო
17 მარტი 2023 16:16
2
რეალს და ბაირნეს რათქმა უნდა ჯობდა ასე, მაგრამ არც მთლად მარტივად არ იქნება ეს ამბავი.. მილანთან აპრილში სამი თამაში მოუწევს - ორი ლიგის და ერთი ჩემპიონატის 2 აპრილს და მიხარია რომ მაგ მატჩს დავესწრები.. ფორცა ნაპოლი
papai
17 მარტი 2023 16:16
1
როგორც ჩვენ, კვარას გულშემატკივრები ასევე, ალბათ მილანის, ინტერის და ბენფიკას გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან წილისყრით.
ვისურვებდი ნაპოლისა და რეალის ფინალს, ხო მაგრამ მანამდე მისვლა ადვილი არ იქნება.
წარმატებები კვარას და ნაპოლის!
თემური
17 მარტი 2023 16:14
4
ერთადერთი გული იმაზე მწყდება რო მადრიდს არ შეხვდა !!! იმედია ფინალში გადაიკვეთებიან და ნაპოლი მოიგებს :)) არადა მადრიდის გულშემატკივარი ვარ და მინდა რო ხვიჩას ძალა ახლოდან ნახონ და იგრძნონ !!! ფორსა ნაპოლი!!! ფორსა ხვიჩა !!!
papuna
17 მარტი 2023 16:04
3
Bleacher Report Football-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მერვედფინალისტების გამორჩეული მოთამაშეებიდან კვარა და ბენზემა სხედან, და დანარჩენები (დებრუინი, კომანი, ჟირუ..) დგანან. ანუ, ესენიც ფიქრობენ რეალი - ნაპოლის ფინალს :)
ქუთაისელი
17 მარტი 2023 16:02
4

სიახლეები პოპულარული