ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
არცერთი სხვა წილისყრის შედეგი არ იძლეოდა ამხელა შანსს ნაპოლისთვის ფინალში გასასვლელად.

ფორტუნა აშკარად ნაპოლის მხარესაა და იმედია ბოლომდე გამოიყენებენ.
finalshi
17 მარტი 2023 16:23
1
ნაპოლი - მანჩესტერ სიტი
ოცნების ფინალი
17 მარტი 2023 15:43
4
ამაზე მაგარი ვარიანტი ხვიჩასთვის და მისი ნაპოლისთვის არ არსებობდა. თან ისე მოხდა რომ, თუ ნაპოლი მილანს გააგდებს, ნახევარფინალში ინტერი-ბენფიკას გამარჯვებულს შეხვდება!
ქობულეთიდან
17 მარტი 2023 15:23
1
მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია,თუმცა ადვილი გასეირნება არ ელის ნაპოლის და მთელი ძალით უნდა დაიხარჯოს.ვუსრვოთ წარმატება ჩვენს ოქროს ბიჭს.
გეგი
17 მარტი 2023 16:29
1
რადგან აქ თავზეხელაღებული ვარაუდები მიდის, მეც გავკადნიერდები:)))
ნახევარფინალები: ნაპოლი-ბენფიკა; რეალი-ბაიერნი;
ფინალი: ნაპოლი-ბიერნი
ალბათ სასწაული იქნება და მთელი ქვეყანა გადავირევით ხვიჩამ ლიგაც რომ მოიგოს, ნაპოლში კიდე ვეზუვი ამოიფრქვევა!!!
ზურა
17 მარტი 2023 23:00
3
ეგრეც ნუ გვიხარია, მილანია მაინც და აქვს ისტორია ლიგაზე. ნუ შედარებაც არაა დღევანდელი და მაშინდელი მილანის. წარმატებები ნეაპოლელებს
რაბუ
17 მარტი 2023 18:09
4
ხვიჩას და ნაპოლის ფიანდაზი დაუგეს ფინალის გზაზე.წარმატებები
ნუკრი
17 მარტი 2023 15:23
2
თანაც ნაპოლისთვის შემდეგ ეტაპზე თუ გავიდა ყველაზე კარგი გასავლელი გზა აქვს ფინალამდე.
გეგი
17 მარტი 2023 16:31
1
ძალიან, ძალიან საინტერესო თამაშები გველის წინ. მგონია, რომ სიტის, ბაიერნი მოუგებს. თუ ინტერმა ბენფიკა გამოაგდო, რაც მეეჭვება, ბენფიკის სიძლიერიდან გამომდინარე, მაშინ უფრო საინტერესო იქნება, ნაპოლიმ უნდა გაარღვიოს ინტერი, თუნდაც იანვარში რაც იკადრეს, იმის გამო. მილანს რომ გსცდებიან, ეჭვი არ მეპარება. ასე რომ, ჩემი აზრით, ფინალია: ნაპოლი-ბაიერნი, იქ კი, ვინ იცის...
ლევანი
17 მარტი 2023 17:12
1
ნაპოლი ფინალშია 100%
გიო
17 მარტი 2023 15:31
12
100% dzalian bevria,gaitvaliswine tamashebi iqneba nakrebebjs mere,anu aseet pormashi vercerti gundi ver iqneba,gamocdileba da fortuna ....
L.J .
17 მარტი 2023 16:00
1

სიახლეები პოპულარული