ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
ნაპოლიმ სასტუმრო დაჯავშნა უკვე სტამბულში :):):):)
sormona
17 მარტი 2023 15:30
7
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ყველას სიტი გონია ფავორიტი, აგერ ნახავთ ბაიერნთან რაც მოხდება. პსჟ-საც ეგრე ეგონა. ჰალანდი მაგარია, მაგრამ ბაიერნი ლაიპციგი არაა. ვერც მსაჯი გაბედავს რაც ლაიპციგთან ქნეს. მე ყველაზე მეტად ბენფიკის მეშინია, ძალიან გამართულ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. იმედია ინტერი როგორმე ჩატოვებს ბენფიკას. ფინალში ვისურვებდი ნაპოლი რეალს ან ბაიერნს. და კიდევ სიტი ჰალანდამდეც იგივეს თამაშობდა, შედეგი უკეთესი ნამდვილად არ აქვთ, უბრალოდ გოლებს ეგ იტანს. რელურად სიტის მამოძრავებელი ძალა დე ბრუინია.
დათო
17 მარტი 2023 16:43
4
ფინალი ნაპოლი- რეალი
foodboll
17 მარტი 2023 16:36
6
მაგარი გამართლებაა.ფინალი რეალობა ხდება და იქ ვნახოთ!
ზურა7958
17 მარტი 2023 16:25
3
ნაპოლი გადის ფინალში,იქ კი რაც მოხდება ეგ ხვიჩაზე და ოსიმენზე არის დამოკიდებული,მჯერა რომ ივაჟკაცებენ,ღმერთმა ხელი მოუმართოთ!!!
ზაზა
17 მარტი 2023 23:20
3
მილანს ვნატრობდი და ახდა, ინტერთან წაგებული აქვს ნაპოლის მაგ ვარიანტში თორემ ინტერიც ვერაფერი გუნდია. ამაზე კარგ ბადეს ვერ ინატრებდა ნაპოლი. რათქმა უნდა მილანს შანსი ექნება, მაგრამ ნაპოლი ფავორიტია. ფენფიკა ძალიან ძლიერი გუნდია, ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. იქნებ ინტერმა ხანჯლებით და ცულებით ჩაჩეხონ და როგორმე გადალახონ ბენფიკას ბარიერი. ჩელსი ვერაფერს დააკლებს რეალს. მგონია ვერც სიტი გაუქაჩავს ბაიერნს. ვნახოთ ფაქტია ფინალამდე ნაპოლის არც რეალი არც სიტი და არც ბავარია უწევს. მთავარია ხვიჩა და ოსიმენი ჟანმრთელად იყვნენ.
დათო
17 მარტი 2023 16:02
1
გამოდის, რომ იტალიას ორი ნახევარფინალისტი ეყოლება. ვფიქრობ სპალეტის ისევ იტალიური გუნდი ერჩია.
ჟორა
17 მარტი 2023 15:28
4
ბენფიკა კარგია გუნდია მაგრამ ფაქტიურად მგონია რომ ფინალში ერთი იტალიური გუნდი გარანტირებულია და ღმერთმა ქნას ეს ნაპოლი იყოს
ბს
17 მარტი 2023 15:39
2
ფაქტია,რომ ნაპოლის ძალიან გაუმართლა,მარა ასი პროცენტით ფინალშია და ეგეთები არ გვინდა,თუნდაც იმიტომ რომ წელს ბენფიკა ძალიან კარგი გუნდია და კონკრეტულ ორ თამაშსზე, ნებისმიერისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა,იქით კიდე ბაიერნმა,ერთი გაპიარებული, პაპსა, არაბა გუნდი უკვე მოჭიმა,ეხლა მეორეს ჯერია. მგონი ბაიერნი-რეალის კლასიკა გველის !
დავითი
17 მარტი 2023 17:16
12
ვიღაცას გაუმართლებდა. კარგია რო ნაპოლის გაუმართლა მარა არცერთი გუნდი არაა ჩამოსაწერი. ლიგის მეოთხედფინალია ბოლო-ბოლო
ბაჩო
17 მარტი 2023 18:28
1
ერთადერთი გული იმაზე მწყდება რო მადრიდს არ შეხვდა !!! იმედია ფინალში გადაიკვეთებიან და ნაპოლი მოიგებს :)) არადა მადრიდის გულშემატკივარი ვარ და მინდა რო ხვიჩას ძალა ახლოდან ნახონ და იგრძნონ !!! ფორსა ნაპოლი!!! ფორსა ხვიჩა !!!
papuna
17 მარტი 2023 16:04
3
Bleacher Report Football-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მერვედფინალისტების გამორჩეული მოთამაშეებიდან კვარა და ბენზემა სხედან, და დანარჩენები (დებრუინი, კომანი, ჟირუ..) დგანან. ანუ, ესენიც ფიქრობენ რეალი - ნაპოლის ფინალს :)
ქუთაისელი
17 მარტი 2023 16:02
4

სიახლეები პოპულარული