ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
ძალიან გაუჭირდება ნაპოლის მიიხედავად იმისა რომ არ არის მილანი ფორმაში. რამდენიმე ფაქტორია რაც დამატებითი ფსიქოლოგიური ტვირთია მათთვის: 1. ისტორია უკვე დაწერეს ლიგაზე და ნახევარფინალი უკვე ხელშესახებია. 2. ყველაზე მარტივი მეტოქე ყავთ დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით და ყველა ნახევარფინალს ელის. 3. ჯობდა სხვა ქვეყნის გუნდი შეხვედროდა, მენტალურად გაუჭირდებათ სერია ა -ს ტურიდან განსხვავება. 4. გამოცდილება არ აქვთ ასეთ დონეზე თამაშის. 5. როტაციას არ მიმართავენ და ძირითადი 11- ეული რისკია რომ "გადაიწვას", სკამიდან გაძლიერების პოტენციალი კი ფაქტიურად არ აქვს. სიმეონეც კი უთამაშებლობის გამო თავის პოტენციალს ვერ გამოამჟღავნებს. 6. ძალიან არის გუნდი დამოკიდებული ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზე, თუ არ წაუვიდათ ოსიმენს და ხვიჩას თამაში უმაღლეს დონეზე ... ინტერთან და ლაციოსთან თამაშები კი გვახსოვს. 50/50 შანსები.
???
17 მარტი 2023 19:14
19
ფინალში უნდა გავიდეთ და იქ რეალიც მივახრჩოთ.
ისე, დათო ყიფიანის ფანები რეალს როგორ ქომაგობთ?
ILIA
17 მარტი 2023 18:43
5
ჩემი აზრით ძალიან კარგი ვარიანტია რაც დაჯდა: უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ორი უმთავრესი გრანდიდან ერთი გავა - ბაიერნი ან სიტი. მეორე - რასაკვირველია მილანი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ნაპოლისთვის იტალიური გუნდის ვრიანტი ნამდვილად არ არის ცუდი. რასაკვირველია გარანტირებული არაფერია, მაგრამ ოტალიურ გუნდთან შეხვედრა ერჩივნა ნაპოლის, რაც მოხდა კიდეც. დანარჩენს ბურთი და მოედანი გვიჩვენებს. იმედია ნაპოლი გადალახავს ამ ეტაპს.
დავით
17 მარტი 2023 18:36
2
ბენფიკას თამაშები გინახიათ ამ სეზონში რო წინასწარ გვიხარია?
321
17 მარტი 2023 15:41
1
ამ სეზონზე ნაპოლის საქმე ისე აეწყო, მგონი ნეაპოლის მთავარი ქალღმერთი, წმინდა იანუარისიც მაგრა გვერდში უდგას და სულაც არ გამიკვირდება, ნაპოლის ორივე სარბიელზე გამარჯვება.
მალხაზ ჯობავა
18 მარტი 2023 10:23
1
მალხაზ, მკრეხელობით ყისმათს ნუ შეუტრიალებ ნაპოლის.
წმინდა იანუარი მამაკაცი იყო
21 მარტი 2023 13:20
0
ასეთი შემთხვევებისგან თავის აცილების მიზნით, გირჩევთ უგულშემატკივროთ ქართულ გუნდებს.))) (მე, მაგალითად ადრე ,,დინამო,, ერქვა და ეხლა ,,ფიფანო,, ქვია, დროებით. იმას ვგულშემატკივრობ.) რაც შეეხება ლიგას, ვერავინ იტყვის რა მოხდება, მე პირადად მინდა ფინალის შემდეგ ტაბლოზე 3-1 იყოს და კვარაცხელია სამჯერ ეწეროს, ერთ მხარეს. ასევე მინდა დამწუხრებული სენიორ კარლიტო ვნახო, ფინალის შემდეგ. (მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემის, როგორც გუნდის, ისე მწვრთნელის მირართ.)
100%
17 მარტი 2023 22:56
2
გაუმართლა ნაპოლს, მილანს აშკარად ჯობნის ამ ეტაპზე ნაპოლი. აი სიტის კი არ გაუმართლა:)
გოგა
17 მარტი 2023 17:52
2
სერიოზულად აუჩქარებლად ემოციის გარეშე უნდა მიუდგეს ნაპოლი !! მწვრთნელს და მთლიანად გუნდს ფსიქოლოგიურად მდგრადობა ჭირდებათ წინასწარ არუნდა იზეიმოონ!!
beqa
17 მარტი 2023 15:58
1
Yvelaze kargi variantia napolis tvis. Bairni kide sits mochimavs.
Gia
17 მარტი 2023 15:28
2
ზუსტად ისე დაჯდა როგორც დავწერე და ვისურვე: ჩელსი-ნაპოლი, ბენფიკა ნაპოლი, მ ი ლ ა ნ - ნ ა პ ო ლ ი. ფინალი, ფინალში ვინც გინდა ის იყოს! სულერთია ნაპოლისთვის.
მალხაზ ჯობავა
17 მარტი 2023 17:53
4

სიახლეები პოპულარული