უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგის ზოგიერთი მატჩის ევროპის ფარგლებს გარეთ და ფინალის აშშ-ში ჩატარებას არ გამორიცხავს.
"ეს შესაძლებელია. ჩვენ ამ იდეის განხილვა დავიწყეთ. შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები იყო. წელს ფინალი სტამბოლში გაიმართება, 2024-ში - ლონდონში, 2025-ში - მიუნხენში. ამის შემდეგ ვნახავთ. ეს შესაძლებელია.
ფეხბურთი ახლა აშშ-ში ძალიან პოპულარულია. ამერიკელები ისევე უყურებენ ევროპულ ფეხბურთს, როგორც ევროპელები NBA-ს მატჩებს", - განაცხადა ჩეფერინმა Men in Blazers-თან ინტერვიუში.