"ინტერმა" "მილანს" ისევ სძლია და 13 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ინტერმა“ „მილანი“ 1:0 დაამარცხა და 13 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეექვსედ გავიდა ფინალში.

პირველ შეხვედრაში 0:2 წაგების შემდეგ „როსონერი“ უმძიმეს სიტუაციაში იყო, შეუტია და ბრაიმმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა. თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, გარდამავალი უპირატესობით, ტრავმამორჩენილი ლეაო დარმიანის გაექცა, მახვილი კუთხიდან მეკარე ონანასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. საპასუხო იერიშისას მომენტი უკვე „ნერაძურის“ ჰქონდა, როდესაც ჯეკოს გატანა მანიუმ არ დაანება.

შესვენების შემდეგ „ინტერმა“ ზევით აიწია, უფრო პრაგმატული გახდა, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ
აძლევდა, ლაუტარომ გაიტანა და ყველაფერი გადაწყვიტა.

ფინალში „ინტერის“ მეტოქე დღეს „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ შეხვედრაში გაირკვევა.

. "ინტერმა" "მილანს" ამ სეზონში მეოთხეჯერ სძლია - ისტორიაში მეორედ.
. "ინტერის" მეკარე ონანამ ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში კარი რვა შეხვედრაში შეინახა მშრალად.
. "ინტერის" არცერთ ფეხბურთელს აქამდე ამ ტურნირის ფინალში მონაწილეობა არ მიუღია.
. ინძაგი მწვრთნელის რანგში პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში.
. იტალიური კლუბი ბოლო ექვს წელიწადში პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მილანი. „სან სირო“. 75 567 მაყურებელი
ინტერი - მილანი 1:0
გოლი: მარტინესი (74)


მკითხველის კომენტარები / 9 /
ინტერი დამსახურებული ფინალისტია! ვულოცავ იტალიურ საკლუბო ფეხბურთს, ნელ-ნელა თავისი დამსახურებული ადგლის დაკავებას... ფორცა ინტერ!!!
ვახო...
17 მაისი 2023 16:29
0
ვერანაირ წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევს ინტერი ვერც სიტის და ვერც რეალს.ლიგის მოგებაზე არცაა საუბარი.იმას არ ვამბობ 3 და 4 ბურთით მოუგებენ თქო,მაგრამ ძირითად დროში დასრულდება თამაში.2019 წლის ტოტენჰემის დონის გუნდია ინტერი,არაფრით არაა შემადგენლობით იმ გუნდზე ძლიერი და კი გვახსოვს ლივერპულმა როგორც მოუგო.იგივე 2017წლის იუვენტუსი ავიღოთ.მოკლედ respect ინტერს,მაგრამ მათი მაქსიმუმი ვერცხლი იქნება.
მეზღვაური
17 მაისი 2023 11:12
5
30 წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ამხელა სხვაობა კლასში ორ ნახევარფინალისტს შორის პირველად ვნახე.
უვიცი
17 მაისი 2023 10:29
2
რას ნიშნავს დაბალი კლასი და გამოუცდელობა ორივე თამაშში ცენტრში აეღო თითო ჯარიმა და ნახევარ ფინალში ითამაშებდა, იმ გაქცევების მეტი მილანს შანსი არ ქონია
Soso
17 მაისი 2023 08:31
0
ინტერმა მილანს მიუჩინა მისი ადგილიო :)))) როგორ გეტყობა, რომ შენ პირველი თამაში რომელსაც უყურე მილანი-ნაპოლი იყო :)))))
H
17 მაისი 2023 08:17
0
უეფამ გადაწყვიტა ნაპოლის გამოგდება ლიგიდან რადგან არ აწყობთ ნაპოლის ჩემპიონობა. მაგიტომ გაათრიეს მსაჯებმა ეს მათხოვარი მილანი. დე ლაურენტისიც ამას იძახის
Lukaku.9
17 მაისი 2023 06:50
4
ახალგაზრდა კალათბურთელი Victor Wembanyama გახდა სანდრო მამუკელაშვილის გუნდის San Antonio Spurs-ის მოთამაშე.
ერთ პოზიციაზე თამაშობენ - Power forward / Center.
ამიტომ იქნებიან კონკურენტები. საუბარია ძლიერ კონკურენციაზე.
ქ. გ.
17 მაისი 2023 06:26
2
მოვიგეთ ფეოლა! გაგიჭირდებოდათ..... ამ მილანმა გული მატკინა.ჯერ იყო და სეზონის თამაში მაინცადამაინც ნაპოლისთან ქონდა.მერე კიდე ინტერთან წააგო.მოგებას გისურვებ ნერაძური
გელა
17 მაისი 2023 02:12
2
ინტერმა მილანს მიუჩინა მისი ადგილი, და ასევე როსონერის აქაურ სექტანტებს. ნაპოლისთან ანტი ფეხბურთი, მსაჯების სიმპატიები თუ ეყოთ არ ეყოთ დიდებულ ტაქტიკოს სიმონე ინძაგისთან და მის ბრწყინვალე ინტერთან. გავრისკავ და ვიტყვი ეს გუნდი ფინალში სუპრიზს შემოგვთავაზებს იქედა ბადიდან შერაცხულ ფავორიტებთან რეალი იქნება ის თუ სიტი. ინტერი გაცილებით ძნელი დასამარხებელია ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, გუნდს სუსტი რგოლი პრაქტიკულად არ აქვს.
Charley
17 მაისი 2023 01:02
5

სიახლეები პოპულარული