"სიტის" ტრებლი - გვარდიოლას გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

აშკარა ფავორიტად მიჩნეული ინგლისური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირველი მომენტი დებიუტში შექმნა, როდესაც ბერნარდუ სილვამ მიზანს ვერ უწია. თუმცა, მილანელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ, თავისუფალ სივრცეეებს არ უტოვებდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 26-ე წუთზე ჰოლანი მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია. შემდეგ მოწინააღმდეგესთან შეჯახების შედეგად ბარძაყის ტრავმა მიიღო „ქალაქელთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა დე ბრუინმა, რომელიც ფოდენმა შეცვალა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა,
„ინტერი“ დაცვაში უზადოდ მოქმედებდა, ვიზავის გასაქანს არ აძლევდა და შანსიც მიეცა - პირისპირ გასულ ლაუტაროს ედერსონმა არ გაატანინა. ერთი სიტყვით, მძლავრი „სიტი“ შებოჭილი გახლდათ, „ნერაძურის“ ვერ სჯაბნიდა და როდრის გოლით მაინც დაწინაურდა. აკი თქვა ადრე მასზე მწვრთნელმა გვადრიოლამ, ყველა ჰოლანზე ლაპარაკობს, საუკეთესო კი როდრიაო. ესპანელი იქამდე შეუმჩნეველი იყო და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამას „ინტერის“ საპასუხო შეტევა მოჰყვა და დიმარკოს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბოლოს ლუკაკუს გატანა ედერსონმა არ დაანება და "სიტიმ" გაიმარჯვა.

. „სიტიმ“ ისტორიაში პირველად შეასრულა ტრებლი - მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი.
. „სიტიმ“ ისტორიაში მეორე ევროტურნირზე იმარჯვა - 1970 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
. გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორჯერ შეძლო ტრებლის მიღწევა - სამწვრთნელო კარიერაში 35-ე ტიტულს დაეუფლა.
. გვარდიოლა მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ზიდანს დაეწია და მხოლოდ ანჩელოტის ჩამორჩება.
. ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 ფინალიდან 3 მოიგეს.
. ჰოლანმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა - გასულ სეზონში 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა, 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი და 7 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა.
. „ინტერმა“ ტურნირის 6 ფინალიდან 3 წააგო.
. იტალიურმა კლუბებმა ამ სეზონში ევროტურნირებზე სამივე ფინალი წააგეს.
. ალვარესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ერთ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტრებლსაც მიაღწია.
. ეს ინძაგის ყველა ტურნირზე მე-14 ფინალი იყო - აქამდე ყველა მოგებული ჰქონდა.

სტამბოლი. „ოლიმპიური სტადიონი“. 71 412 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ინტერი 1:0
გოლი: როდრი (68)

მკითხველის კომენტარები / 36 /
მესის გარეშე არგენტინა მოიგებდა მსოფლიოს?კი თუ არა? Რა თქმა უნდა არა, ვერა, ამიტომ გამოდის, რომ მსოფლიო მესიმ დადო ხო? Რომელიც 4 წელში ერთხელ ტარდება ხო? Ხოდა, რა ჩემპიონთა ლიგა? Რა მბაპე, რა ჰოლანი და რა მით უმეტეს კვარაცხელია, ვერა, მეფემ დატოვა ევროპა და ამის შემდეგ ვნახოთ, კვარაცხელია ძალიან გულით კი მინდა მაგრამ არ მგონია ოქროს ბურთის მოგება შეძლოს მბაპე/ჰოლანი/ვინის ეპოქაში, მინიმუმ 3 სეზონი უნდა იყოს ტოპ/სტაბილური!!!
Georgian
11 ივნისი 2023 16:32
4
ბიძია-ს ! მაგათმა მარტო გოლების გატანა იციან არა?)))) მაგრად ვიცინე
დავით
11 ივნისი 2023 20:52
1
მბაპე ჰოლანი და ვინი ჯობიან შენი აზრით კვარაცხელიას? ხვიჩას ნახევარი ტვინი არაა აქვთ არცერთს მაგათგან. ან მაგათი გენიალური პასი სად დაინახე მარტო გოლის გატანა იციან. თან გავიწყდებათ რომ ეს ჯერ კიდევ პირველი სეზონია ხვიჩასი 9 თვის უკან ბათუმში თამაშობდა. შემდეგ სეზონებში კიდე ბევრად მეტი უნდა მოუმატოს და მომავალში რამხელა გახდება კაცმა არ იცის. ხვიჩას მაგათი ფიზიკა და გამოცდილება რომ მისცე მართლა მარადონა გახდება
Bidzia
11 ივნისი 2023 18:31
2
ყველა გამოხმაურება
გრილიში რა ტემპშიც თამაშობს, რა ლიგაში და რა დონეზე, კვარაცხელიასთვის ჯერ ადრეა და იქნებ საერთოდ ვერც ითამაშოს.
200 მილიონი ღირს თუ 20 მილიონი, ინგლისელია და საკუთარ სახლში თამააობს. ინგლისში კიდევ ფეხბურთიც უყვართ და საკუთარი ფეხბურთელებიც და ფულსაც იხდიან…
მიშა
11 ივნისი 2023 16:14
6
Interma ajoba, yochag indzagis. Grilishi 200 milioni ghirs sasaciloa, xvichas erti fexic araa.
Hhh
11 ივნისი 2023 14:04
3
ვისაც მან სიტი არ მოგწონთ გადართეთ და რუსეთის პრემიერლიგას უყურეთ.
123
11 ივნისი 2023 13:49
15
თუ ფული პრობლემად გეჩვენებათ, ელმენტარულად 2010 წლიდან მოყოლებული რეალ მადრიდზე და ბარსელონას დახარჯულ ფულებს მიაქციეთ ყურადღება მსაჯების მოსყიდვები ცალკე თემაა ეგ.სხვა მიზეზი მოიგონეთ. თუ რეალს და ბარსელონას ეპატიებათ მაყუთი დახარჯვა და სხვებს არა იმიტო რო ისინი რეალი და ბარსელონა არიან?
გასაკვირია psg
11 ივნისი 2023 13:47
5
მან სიტის ფულით არ დაუწერია ლიგა. დაარბიეს და წალეკეს მთელი ევროპა და ეგაა მიზეზი. ბაიერნი, რეალი, ბარსელონა ყველაში ფული ჩაიდო ადრე.
123
11 ივნისი 2023 13:44
9
მან სიტი რატო არ უნდა მოგწონდეს საქართველოში აუხსნელია. ფულით შეიქმნა ყველა გუნდი. და იქმნება ეხლაც. მიზეზი არ არის ეგ. უბრალოდ გააპარტახეს და წალეკეს მთელი ევროპა. ესაა ნამდვილი მიზეზი. და არა ფული.
simartle
11 ივნისი 2023 13:41
6
ისეთი გუნდები გაიარა სიტიმ,რომ ეკუთვნოდა..ინტერისგან კო არავინ მოელოდ ასეთ თამაშს და რომ ყოლოდა უმაღლესი კლასის თავდამსხმელი..ჩემის აზრით შეეძლო მოგება..რა ლუკაკუ ან რა მარტინესი..ისე კი რეალის ან ბარსას შესრულებულ ფინალებს ვერ აჯობა ამ თამაშმა
კიეზა
11 ივნისი 2023 13:02
4
ჰოლანი საერთოდ ,"თამაშობდა" საერთოდ?
ზურა
11 ივნისი 2023 12:33
7
ლაიფციგთან ვერ ხედავდით? დღეს ყველაზე ძლიერი ცენტრფორვარდია მსოფლიოში!
დავით 67
11 ივნისი 2023 18:17
6
ისე ჰოლანი, ძაან გაპიარებული, ხომ არა არის?
ლადო
11 ივნისი 2023 14:16
5
ყველა გამოხმაურება
ეს რომ არ ყოფილიყო ფინალი და ყოფილიყო სხვა ეტაპი გახევდა სიტი 4-1 მინიმუმ უბრალოდ ფინალის კომპლექსი იყო რა ნერვიულობა ემოციები და ვერ ითამაშეს ისე ლაღად და თავისუფლად მაგრამ მაინც მოიგეს და ყოჩაღ დაიმსახურეს წელს ყველა თასი!!!
შახრუდინი
11 ივნისი 2023 11:10
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული