"ძლიერი ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ, სხვაგვარად ტიტულების მოგებას ვერ მოვახერხებთ" - ტენ ჰაგი

AutoSharing Option
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "მანკუნიანელთა" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ასოციაციის თასის მოგება ჩემი სურვილების სიაში ნამდვილად შედიოდა. სეზონის ამაღლებულ განწყობაზე დასრულება ყოველთვის კარგია.

გუნდი ვითარდება და მოგებას იწყებს, თუმცა აუცილებელია, რომ მოთამაშეები ჯანმრთელები იყვნენ, როდესაც პრემიერლიგაში თამაშობ, ძლიერი შემადგენლობა გჭირდება. 

მეტი ფეხბურთელები გვჭირდება, რადგან ტრავმების გამო ამ სეზონში დიდი პრობლემები შეგვექმნა. ძლიერი მოთამაშეები უნდა შევიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულების მოგება შეუძლებელი იქნება", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, "იუნაიტედმა" პრემიერლიგის სატურნირო
ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა.

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა ფეხბურთელისთვის მიმზიდველი კლუბია" - ერიკ ტენ ჰაგი

alt"ვიფიქრებ, გუნდი უკეთესო როგორ გავხადო" - ტენ ჰაგი "კრისტალ პალასთან" 0:4 მარცხის შემდეგ

alt"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა და ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა მეტი ბიჯო,მანჩესტერზე ბევრი ფეხბურთელი და ბევრი ფული მგონი არავის არ ყავს და არ აქვს პრემიერლიგაში.დანიშნონ ალეგრი,ტუხელი,ან კონტე და მიაღწევენ შედეგს.თენ ჰაგი აიაქსშიც ლუზერი იყო და აქაც ლუზერია...
Master
15:32 26-05-2024
1

სიახლეები პოპულარული