
"მერწმუნეთ, მბაპე დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მის ტექნიკურ უნარებზე მეტად, გაოცებული ვარ მისი ადამიანური თვისებებით. სასიამოვნოა მასთან ერთად გასახდელში ყოფნა - ის ლიდერია, რომელიც ყოველთვის იღიმება", - თქვა ენრიკემ.
საინტერესოა, რომ ენრიკეს ლიონელ მესი გაუწვრთნია, თანაც ახლა არგენტინელმა მუნდიალიც მოიგო, თუმცა ესპანელმა საუკეთესოდ მაინც მბაპე მიიჩნია.