იამალის ტუალეტში ყოფნის გამო "ბარსელონა" "პორტოსთან" 9 წუთი ათი კაცით თამაშობდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბარსელონამ" ფერან ტორესის ერთადერთი გოლის წყალობით "პორტო" 1:0 დაამარცხა.

მატჩის 71-ე წუთზე, ერთ-ერთი პაუზის დროს, "ბლაუგრანას" ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა მოედანი დატოვა და ამის შემდეგ 9 წუთი კატალონიური გრანდი 10 კაცით თამაშობდა, შემდეგ კი მოედანზე ახალგაზრდა ესპანელის ნაცვლად მარკოს ალონსო გამოვიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ იამალს მუცლის ტკივილები ჰქონდა და აცნობა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

ერთ-ერთი პაუზის დროს კი იამალს უთხრა, რომ სასწრაფოდ ტუალეტში გასულიყო და მალე დაბრუნებულიყო, მაგრამ
ეს ყველაფერი 9 წუთს გაგრძელდა და შემდეგ ხავის აცნობეს, რომ ამომავალი ვარსკვლავი თამაშს ვერ განაგრძობდა.

ინფორმაციისთვის, ამ კურიოზული ფაქტის გარდა, ეს შეხვედრა იამალისთვის სხვა მხრივაც გახდა დასამახსოვრებელი. ის 16 წლისა და 83 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბავშვს კუჭი აეშალი დიდი ამბავი. მთავარი აქ არის რომ შეუსწრია ტუალეტში
ნიკა
09 ოქტომბერი 2023 16:12
1
მე როგორც რეალის ქომაგი ვაღიარებ,რომ სასწაული ბავშვი დადგება თუ ტრავმებმა არ შეაწუხა.
BOSS
06 ოქტომბერი 2023 19:34
0
მაგარი ნაშა დაინახა ტრიბუნაზე
ჯონი
05 ოქტომბერი 2023 16:52
1
83 წლის ასაკში რომ ყველაზე ახალგაზრდა გახდა, მაგარია :)
11
05 ოქტომბერი 2023 13:27
36
წაკითხვა რო უნდოდეს იმას იკითხაცდა 83 წლის როგორ თამაშობსო და არა 83 წლის როგორაა ახალგაზრდაო თან სრული სერიოზულობით დაწერა ვიბნეს ხუმრობა არ გეგონოთ
სიმართლე
05 ოქტომბერი 2023 19:23
0
დღისო სხვათაშორის და არა წლისო... კარგად წაიკითხე
s
05 ოქტომბერი 2023 14:09
0
ეს რა ტრაწიანი, ვინმე ყოფილა? ფუ...
////
05 ოქტომბერი 2023 12:35
13
ბავშვი?! (საბავშვო ბაღში დადის?) მინდია! მე რამე მოვიგონე? მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ როგორ გაიქცა "ტრაწიანი ხარივით" მოედნიდან. ისე ჩვენში დარჩეს და საპასუხო კომენტარის დროს კლავიატურას აწკაპუნებდი?
მინდიას
05 ოქტომბერი 2023 15:57
9
შენ აქ ზიხარ კლავიატურას აწკაპუნებ და ეგ ბავშვი რეკორდებს და მილიონებს ხსნის, ვინაა ტრაწიანი ნეტა )
მინდია
05 ოქტომბერი 2023 14:09
4
ალბათ, უცნაური შეგრძნებაა, მთელმა მსოფლიომ რომ იცის ტუალეტში როდის და რამდენი ხნით შეხვედი :)
დავითი
05 ოქტომბერი 2023 11:55
0
"ამომავალ ვარსკვლავს" (ფხიიი) ნაღდად დიარეა აქვს დამართული! წამალი: კისელი და მოხარშული კართოფილი, თორე მომდევნო თამაშში "მარცხი მოუვა" და ვეღარც გაასწრებს!
ლაშა
05 ოქტომბერი 2023 11:38
7
ეს (ფხიი) ვითომ რას ნიშნავს არ არის ვარსკვლავი თუ არ იმსახურებს იმას რასაც მიაღწია უკვე?! ამ დროს აქაურ ბევრ კომენტატორს შეიძლება გამოხეული წინდა და საცვალი ეცვას და 16 ბიჭს ვითომ აღადავებენ რომელსაც სულ კიდია ეს კომენტარები
ზაკო
26 ოქტომბერი 2023 10:38
0
ქუთაისლები ეტყობა სწრაფები ხართ.
სამართალი
05 ოქტომბერი 2023 11:29
8
რას ჯვამდა ამდენს!
ქუთაისი
05 ოქტომბერი 2023 11:04
21
ქუთაისი რატო დაირქვი?
321
05 ოქტომბერი 2023 11:44
4

სიახლეები პოპულარული