100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ატლეტიკომ" გასვლაზე "ფეიენოორდი" 3:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ეს გუნდის მთავარი მწვრთნელ დიეგო სიმეონესთვის საიუბილეო, მე-100 შეხვედრა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის შემდეგ გახდა პირველი დამრიგებელი, რომელმაც ერთი და იგივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის 100 და მეტ შეხვედრაში გაწვრთნა.

ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს 190-ჯერ გააკეთა, ვენგერმა კი "არსენალში" - 177-ჯერ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული