"ნაპოლისთან" შეიძლება იამალმაც ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ახლოვდება "ბარსელონასა" და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი, კატალონიურ გუნდს კი პრობლემები არ ელევა.

sport.es-ის ცნობით, "ბარსელონას" 16 წლის გარემარბ ლამინ იამალს მუხლი აწუხებს, "ხეტაფესთან" არ ათამაშეს, "ბილბაოსთან" კი პედრის ტრავმის გამო შევიდა შეცვლაზე.

დიდი ალბათობით, ის 8 მარტს "მალიორკასთან" შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო თუ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, "ნაპოლისთან" სასტარტოში იქნება.

შეგახსენებთ, ტრავმების გამო მომავალ დაპირისპირებაში "ბარსას" ფრენკი დე იონგი და პედრი ვერ დაეხმარებიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა, დაერხაა, ისედაც დარხეულ ბარსას!
ზურა
15:24 06-03-2024
0
ივენტუსთან, რო ითამაშეს ისე მაინც თუ ითამაშა ნაპოლმა, გაგდებს ამ ბარსელონას, არამგონია ივენტუს ჯობდეს დღეს ბარსა
გოგა
08:50 06-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული