ჩემპიონთა ლიგაზე ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.
„რეალს“ „ლაიფციგთან“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, სახლში კი მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ, 1:1 ეთამაშა და გერმანული გუნდის ბარიერი გადალახა, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ყოფილი მსაჯი ედუარდო იტურალდე გონსალესი მიიჩნევს, რომ ორბანთან უხეშობის გამო არბიტრს ვინისიუსი უნდა გაეძევებინა.
„მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენს“ საკუთარ მოედანზეც სძლია, ისევ 3:1 და მეოთხედფინალში გავიდა. დანიური გუნდის განაცხადში ისევ არ იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც ტრავმა ჯერ ვერ მოირჩინა.
. "სიტიმ" ტურნირზე ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვა და 9 მათგანში 3+ გოლი გაიტანა.
. გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მეშვიდედ გავიდა 1/4-ფინალში, რაც საუკეთესო სერიაა.
. ჰოლანმა ჩემპიონთა ლიგაზე 37 შეხვედრაში 41-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
. ბელინგემმა საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე "რეალში 31 მატჩში 29 საგოლე მოქმედებაა (20+9).
. "რეალს" პირველ ტაიმში ბურთი კარში არ დაურტყამს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ლაიფციგი 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (65), 1:1 ორბანი (68)
მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - კოპენჰაგენი 3:1
გოლები: 1:0 აკანჯი (5), 2:0 ალვარესი (9), 2:1 ელიუნუსი (29), 3:1 ჰოლანი (45+3)