ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ დიდი ცვლილებები იგეგმება - სხვა ჰიმნი, ბურთი და შესაძლო კონტინენტის ცვლილება რამდენიმე მატჩზე

AutoSharing Option
The Independent-ის ცნობით, UEFA ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მორიგ ცვლილებას გეგმავს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2027 წელს TEAM Marketing-თან, რომელთანაც 30 წელია თანამშრომლობს, კონტრაქტი ეწურება და შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს.

UEFA თანამშრომლობის დაწყებას კომპანია Relevent Sports-სთან აპირებს, რომლის მფლობელის სტივენ როსის იდეაა, რომ ტურნირის რამდენიმე მატჩში აშშ-ში ჩატარდეს.

იწერება, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ამაზე თანახმაა და შესაძლოა, 2033 წლიდან ყველაზე პრესტიჟული ტურნირის რამდენიმე შეხვედრას და მათ შორის ფინალსაც, აშშ-იმ უმასპინძლოს.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და TEAM Marketing-თან კონტრაქტი
გაუქმდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჰიმნისა და ბურთის ცვლილებაც გახდება საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთლად ისეც ნუ იზამთ, რომ ფეხბურთს პოპულარობით კურლინგმა გადაასწროს.
ABARA
16:22 13-02-2025
3
რა ვერ გაძღნენ ეს ....? მერე დუბაიში ჩაატარებდნ და ა შ.
რა დარჩა ამ ტურნჯრს ევროპის ჩემპიონთა თასიდან ან ფეხბურთს ფეხბურგისგან ?
სადაც დიდი ფული შევიდა, ყველაფერი დალპა. ნამდვილ სპორტს ამერიკული შოუ ანაცვლებს
Rezo
17:59 13-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული