"ბარსელონა" უსმანა დემბელეს 130 მილიონად ყიდულობს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, დორტმუნდის "ბორუსიას" 20 წლის ნახევარმცველის, უსმანა დემბელეს "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია. კლუბები უკვე შეთანხმდნენ სატრანსფერო თანხაზე.

"ბარსა" 100 მილიონ ევროს გადაიხდის და კიდევ 30 მილიონს გადაურიცხავს ბონუსების სახით სხვადასხვა მიღწევისთვის. ახლა სწორედ ამ საკითხის დეტალების განხილვა მიმდინარეობს.

ფრანგული პრესა კი ირწმუნება, რომ უსმანა ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე გაემგზავრა კატალონიაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
130 მილიონი მართლა არ ღირს ეს ფეხბურთელი. ისე ნელ-ნელა გაშავდა ბარსელონაც
aaa
21 აგვისტო 2017 18:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული