ბეგირისტაინი: მესის "მანჩესტერ სიტიში" გადმოსვლა არარეალურია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის მათ გუნდში გადასვლა გამორიცხა:

"კარგით რა, ეს არარეალურია. მესი "ბარსაში" რჩება.

სხვა ტრანსფერები? ვინმეს შეძენა კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

ვნახოთ, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

თუ საჭიროდ ჩავთვლით შემადგენლობის გაძლიერებას, ამას გავაკეთებთ კიდეც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული