ლეო მესის მეოთხე "ოქროს ბუცი" გადასცეს

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირის "ოქროს ბუცი" თანაგუნდელმა ლუის სუარესმა გადასცა.

მან ეს ჯილდო მეოთხედ მოიპოვა. ლეომ 37 გოლი გაიტანა, მეორე ადგილზე გასულმა ბას დოსტმა (ლისაბონის "სპორტინგი") - 34, მესამეადგილოსანმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდის "ბორუსია") კი - 31.

ლიონელმა თქვა, რომ ინდივიდუალური ჯილდოები მარტო ერთი ფეხბურთელის დამსახურება არაა, ამაში წვლილი მთელ გუნდს მიუძღვის და პარტნიორების გარეშე ამ პრიზს ვერ მოიგებდა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული