პეპ გვარდიოლას პერსონით ესპანეთის სასამართლო დაინტერესდა

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "მაჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კატალონიის რეფერენდუმის საკითხში ეროვნული გვარდიის მიერ ესპანეთის უმაღლესი სასამართლოსადმი გაგზავნილ მოხსენებაში ფიგურირებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ პეპი კატალონიის დამოუკიდებლობის აქტიური მხარდამჭერია, სიტყვით გამოდიოდა მიტინგებზე, სადაც ხალხს მობილიზაციისაკენ მოუწოდებდა და საჯაროდ მოითხოვს რეფერენდუმის ჩამტარებელი დაპატიმრებული თანამემამულეების გათავისუფლებას.

მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე "ფეიენოორდთან" მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე კოსტუმზე მიმაგრებული ყვითელი ლენტით გამოცხადდა, რაც კატალონიის დამოუკიდებლობის და დაპატიმრებულთა მიმართ სოლიდარობის ერთგვარი სიმბოლური ნიშანია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ასე,პეპი თავისი ქვეყნის სოლიდარობას აცხადებს,კაშია კი ცისარტყელას სოლიდარობს,კობიაშვილთან და კალაძესთან ერთად."საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ."
პეპი თავისი ქვეყნის შვილია,ეს დანარჩენი სამი კი, თავისი ჯიბისა.
სოსო
11:42 22-12-2017
10

სიახლეები პოპულარული