"სიტის" კრიზისი გრძელდება - გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-17 ტურის გახსნით შეხვედრაში "ასტონ ვილამ" "მანჩესტერ სიტი" შინ 2:1 დაამარცხა. გვარდიოლას გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო.

მატჩი თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მე-16 წუთზე ანგარიში ჯონ დურანმა გახსნა. "სიტი" გააქტიურდა, თუმცა "ქალაქელებმა" ანგარიშის შემცირება ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმში "ბირმინგემელებმა" მეტოქის კართან შეტევები გააგრძელეს, 65-ე წუთზე მორგან როჯერსმა საგოლე პასს გოლიც მიუმატა, 90+3 წუთზე ფოდენმა სხვაობა შეამცირა, თუმცა "ქალაქელებს" მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.

"მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა, 9-ჯერ დამარცხდნენ, 2-ჯერ კი ფრეს
დასჯერდნენ.

"სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა დიდი ალბათობით, მე-17 ტურის დასრულების შემდეგ გვარდიოლას გუნდი ცხრილში კიდევ უფრო დაქვეითდება. "ქალაქელები" მომდევნო მატჩს 26 დეკემბერს, შინ "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ასტონ ვილა" 28 ქულით მე-5 ადგილზეა. უნაი ემერის გაწვრთნილი გუნდი 26 დეკემბერს, "ნიუკასლს" ესტუმრება.

altგვარდიოლა: როგორ მოვიგო პრემიერლიგა? ფეხბურთელებიც კი არ მყავს

მკითხველის კომენტარები / 1 /
პეპ აბა დააპიპინე
დამტკიცდა და რომ შენ არ ხარ მწვრთნელი....2 მილიარდად გეგუჩაძეც დადებს შედეგებს პრემიერლიგაში,ლიგის მოგება კი კონკრეტული ფეხბურთელების საუკეთესო ფორმამ განპირობა,ბარსას კი თაობა და მესი ყავდა...ასე რომ პეპის გენიოსობა და მწვრთნელობა არსად გაიშვას,ტყუილა კი არ აახვეინეს ბაიერნიდან
Kvekeskiri
23:50 21-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული