ლა ლიგას 21-ე ტურში სტუმრად "ვალენსიას" დამარცხების (4:1) შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:
"მე ყოველთვის დამისვამენ კითხვას, ყოველდღე, მაგრამ არ შევიცვლები. ჩვეული მანერით გავაგრძელებ მუშაობას. გუნდს გამარჯვებისთვის მადლობას ვუხდი.
გუნდი ფიზიკურად ჩინებულად გამოიყურებოდა. მომენტებში ფსიქოლოგიური პრობლემები გვქონდა და არა ფიზიკური. ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან განსწავლულად ვითამაშეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. მითუმეტეს დებიუტის გათვალისწინებით.
კარგია, რომ ფეხბურთში ბევრი მატჩია. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, წინ ბევრი შეხვედრებია".