ბენზემამ გამოცვლისას უკმაყოფილება ვერ დამალა და "არსენალში" უნდა გადასვლა

AutoSharing Option
ლა ლიგას 21-ე ტურში "ვალენსიასთან" მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემა მარკო ასენსიოთი შეცვალა, ბენზემამ კი უკმაყოფილება ვერ დამალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზიზუმ კარიმის გამართლება სცადა, აქაოდა რომელ ფეხბურთელს მოსწონს შეცვლა, მთავარი მოგებაა და ამით ბენზემაც გახარებულიაო.

"დიარიო გოლი" კი ირწმუნება, რომ კარიმი "არსენალს" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, ბლანკოსი თანახმაა გაყიდოს და 60 მილიონ ევროს ითხოვს, "მეთოფეები" კი 40 მილიონის მეტის გადახდას არ აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული