ზინედინ ზიდანი: საზიზღარი მატჩი იყო

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგას 22-ე ტურში "ლევანტესთან" ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩზე გააკეთა კომენტარი:

"მთელი თამაში ჩვენ მიგვყავდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში გოლი გავიტანეთ და ანგარიში უნდა შეგვენარჩუნებინა, ვერ შევძელით და 2 ქულა დავკარგეთ. უკეთ უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი ეს ძალიან მაღელვებს. ჩვენმა მეტოქემ 4 მომენტიდან 2 გამოიყენა.

ყოველთვის ვიტყვი, რომ პრიმერაზე არაფერი არაა გადაწყვეტილი. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი. ზედიზედ მესამე გამარჯვება უნდა მოგვეპოვებინა. როგორ შევაფასებდი ერთი სიტყვით ამ შეხვედრას? საზიზღარი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული