პრიმერას 22-ე ტურში "ვალენსიასთან" მატჩის 51-ე წუთზე, მეორე სართულზე ბურთისათვის ბრძოლისას, "ატლეტიკოს" მცველ დიეგო გოდინს მეტოქე გუნდის მეკარის, ნეტოს ხელი მოხვდა, სამი ზედა კბილი ამოუვარდა და შეცვალეს.
ურუგვაელს ამ დღეებში ოპერაციის გაკეთება მოუწევს და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი ვერ შეძლებს თამაშს.