"პატივს ვცემ გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მწვრთნელ დიეგო სიმეონეს. მათი თანადგომის გარეშე ამ დონეს ვერ მივაღწევდი.
როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაში შეიძლება შეცდე, რაღაც არასწორად გააკეთო. მომწონს, ხალხს რომ ვუყვარვარ. მუდამ ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო.
ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებ და როხიბლანკოში ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახიც ბედნიერია და ესაა მთავარი. იმედია, "ბარსელონას" დავეწევით. ძალიან მინდა, "ბარსას" "ნოუ კამპზე" გოლი გავუტანო", - განუცხადა ანტუანმა "დიარიო სპორტს".