"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა, "რეალს" ვერცხლის მედლების მოგების შანსი გაუჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 33-ე ტურში "სოსიედადმა" სან სებასტიანში "ატლეტიკო" 3:0 დაამარცხა. ხუანმიმ დუბლი მიითვალა, ერთი გოლი კი ვილიან ხოსემ გაიტანა. ეს პრიმერაზე ამ გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.

როხიბლანკოს მეკარემ იან ობლაკმა ესპანეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ 112 მატჩში მეორედ გაუშვა 3 გოლი.

"ატლეტიკო" 71 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება, "რეალს" კი მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. 

თუ ასულგრანამ "დეპორტივოს" 9 მაისს სძლია, კლასიკოს ჩემპიონის რანგში შეხვდება.

შეგახსენებთ, მეორე ბასკურმა გუნდმა, "ბილბაომ" მადრიდში ბლანკოსს ფრე (1:1) გაუგორა, ხოლო "ბარსა" ვიგოში "სელტასთან"
ასევე ფრეს დასჯერდა - 2:2.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული