მან ამისათვის მიზანმიმართულად სათავისოდ ყველაზე საჭირო დრო და ადგილი შეარჩია. ის არსად წამსვლელი არაა, უბრალოდ, გასამრჯელოს მომატება უნდა.
კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მას შარშან ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კონტრაქტის პირობების გადახედვას დაპირდა. მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყო და ანაზღაურების 9-10 მილიონი ევროთი გაზრდას დაპირდნენ, ოღონდ პირობები წაუყენეს: ჩემპიონთა ლიგის და "ოქროს ბურთის" მოგება და სხვა. ფეხბურთელი ამ მოთხოვნებით უკმაყოფილო დარჩა.
და კიდევ - არის ნეიმარის ფაქტორი. კერძოდ, კრიშტიანოს აღიზიანებს პერესის
მოკლედ, As-ი ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ახალი შრომითი ხელშეკრულებით წლიურ გასამრჯელოდ 30-33 მილიონს ითხოვს. ეგაა და ეგ.
ცნობისათვის, ნეიმარი წელიწადში 37 მილიონს იღებს, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი კი - 50 მილიონს.