რონალდო - ბეილს - აბა, მითხარი გარეთ, ვინ გასწავლა "მაკრატელათი" გოლის გატანა?

AutoSharing Option
პორტალმა Bleacher Report-მა სახუმარო ნახატი გამოაქვეყნა, რომელზეც "რეალის" თავდამსხმელი რონალდო თანაგუნდელ გარეთ ბეილს "მაკრატელათი" გოლის გატანას ასწავლის.

ნახატზე გამოსახულია მერხზე მჯდომი ბეილი, რომელსაც დაფასთან მდგომი რონალდო გაკვეთილს უტარებს და ზედ დაწერილია: "ვისგან ისწავლე ეს, გარეთ?".

რონალდომ ასეთი გოლი "იუვენტუსს", ხოლო ბეილმა "ლივერპულს" გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი 64-ე წუთზე გავიდა.

რონალდოს გოლი ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაზე საუკეთესოდ აღიარეს, ბეილის გოლი კი მეორე ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული