რონალდოს "ვალიადოლიდის" ყიდვა სურს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რონალდო მზადაა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარი "ვალიადოლიდი" 30 მლნ ევროდ შეიძინოს.

რონალდომ უკვე გამართა მოლაპარაკება "ვალიადოლიდის" პრეზიდენტთან, კარლოს სუარესთან.

"ვალიადოლიდი" სეგუნდას 2017/18 წლების სეზონის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ფინიშამდე ტურით ადრე პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის.

"ვალიადოლიდი" უმაღლეს ლიგაში 2013/14 წლების სეზონის შემდეგ აღარ თამაშობს.

მომზადებულია O Globo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული