ABC: ანტუან გრიზმანმა ახლობლებს უთხრა, რომ "ატლეტიკოში" რჩება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, დიდი ალბათობით, კლუბში დარჩება.

ABC-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფორვარდმა თავის ახლობლებს უთხრა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, "ბარსელონაში" არ გადავიდეს.

გრიზმანის გადაწყვეტილებაზე "ატლეტიკოს" შემოთავაზებამ იმოქმედა, რომლის მიხედვით, მას წელიწადში ხელფასს 20 მლნ ევრომდე გაუზრდიან.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის მეუღლე და და მადრიდში თავს კარგად გრძნობენ და სხვაგან გადაბარგება არ სურთ, რამაც ასევე იმოქმედა გრიზმანის გადაწყვეტილებაზე.

შეგახსენებთ, რომ ადრე გრიზმანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავის მომავალთან დაკავშირებით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სტარტამდე მიიღებდა.

alt"ბარსელონა" ანტუან გრიზმანისგან გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღებას მოითხოვს

altთუ გრიზმანის

ტრანსფერი არ გამოვა, მესის ალტერნატიული ვარიანტიც აქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული