ფრანგი ჟურნალისტი: მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპეს ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
ფრანგი ჟურნალისტი ბაპტისტ რიპარტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის "რეალმა" პსჟ-სთან კილიან მბაპეს ტრანსფერი შეათანხმა.

მისი თქმით, "სამეფო კლუბი" ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდს 272 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძენს.

ამ ინფორმაციას თავად ესპანური კლუბი გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:

"ბოლო საათებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალმა" პსჟ-სთან კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გვსურს, განვაცხადოთ, რომ ჩვენს კლუბს პარიზული გუნდის არცერთი მოთამაშის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც არ გაუმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.

რიპარტი კი ხშირად სწორ ინფორმაციას ავრცელებს. ანტუან გრიზმანის
მადრიდის "ატლეტიკოში" დარჩენის ამბავის სწორედ მან იწინასწარმეტყველა.

ასევე, ტომას ლემარის ტრანსფერი "როხიბლანკოში" სწორედ რიპარტისგან გახდა ცნობილი.

altEl Chiringuito TV: "რეალი" მზადაა რონალდო "იუვენტუსს" 100 მილიონად მიყიდოს

მკითხველის კომენტარები / 3 /
Magari fexburtelia uukve, da albat ramdenime weliwadshi mtavari varskvlavic iqneba fexburtis, magram 19wlis asakshi amxela tanxa ar unda gadixadon, xels sheushlian mis ganvitarebas magit, nadrevad tavshi ar auvardes.
aglagla
15:12 06-07-2018
0
მაგის ფრანგობა არ გაიშვაა..))
aba, abaa!
08:31 05-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული