მარსელო: ჯერ არც ისე ბებერი ვარ, "რეალში" დიდხანს თამაში მინდა

AutoSharing Option
ბრაზილიელი მცველი მარსელო ამბობს, რომ კიდევ დიდხანს აპირებს "რეალში" თამაშს.

"ბევრს ვშრომობ და მთელი სეზონის განმავლობაში ყველას ვაჩვენებ, რასაც წარმოვადგენ. მახარებს "რეალში" თამაში, თავს არ ვზოგავ და გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს ვაკეთებ. ყველა ბერდება, საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. 40 წლის ასაკში თამაში გამიჭირდება.

დიდხანს მინდა "რეალში" ვითამაშო. ახლა თავს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, ვიდრე 18 წლის ასაკში. მშვიდად ვარ, არც ისე ბებერი გახლავართ, - განუცხადა მარსელომ "მარკას"

შეგახსენებთ, მარსელო 30 წლისაა.

altმარსელო გაკვირვებულია - "ვერ გავიგე, ლოპეტეგიმ რატომ შემცვალა"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული