"ეკიპის" ცნობით, პსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე 70 მილიონ ევროზე (ბონუსების გარეშე) პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ზოგიერთი დეტალია დასაზუსტებელი, რის შემდეგ ქართველის პარიზულ გუნდში გადასვლას ოფიციალურად გამოაცხადებენ.
გამოცემა წერს, რომ ორშაბათს მოლაპარაკებებში გარდატეხა მოხდა, მთელი დღე ვაჭრობა მიდიოდა, ნეაპოლურმა კლუბმა ქართველს სამედიცინო შემოწმების გასავლელად საფრანგეთში გამგზავრების უფლება ჯერ არ მისცა, რაც მხარეთა თქმით, მხოლოდ დროის საკითხია.
აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა "პარი სენ ჟერმენის" საფეხბურთო მრჩეველმა (ფაქტიურად სპორტული დირექტორია) ლუის კამპუშმა, რომელიც ხვიჩას თავის კლუბში გადაყვანას უკვე კარგა ხანია
ცდილობს და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა მიიღეს. პსჟ გამარჯვების მოპოვების კონტრაქტის გაფორმებამდე გამოცხადებას არ ჩქარობს.
აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერპრეტაციით საფეხბურთო აგენტები ფაბრიციო რომანო და ნიკოლო სკირა და ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა ადასტურებენ - "კვარას" 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.
Ანუ, სცადე ლიგა მოვიგე და ღმერთი გახდები. Რაც ვერ შეძლო მესიმ ნეიმარმა, მარა შეძლებ? აქეთ ბაღანე იქეთ ჯუღელი ნაკრები, თან მაკე დონელივით კრუგაზორიც უნდა გყავდეს, შეძლებ? Ეეე ამაშია საქმე.