ინციდენტი ესპანეთში - "ეიბარი" "სევილიას" დაპირისპირების დროს ტრიბუნა ჩამოიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც ერთმანეთს „ეიბარი“ და „სევილია“ უპირისპირდებოდნენ, სტადიონის ტრიბუნა ჩამოიშალა.

58-ე წუთი იყო, როცა სევილიელები ევერ ბანეგას გატანილ გოლს აღნიშნავდნენ, როდესაც გულსემატკივრების აქტიურობის შედეგად „ესტადიო მუნიციპალის“ ტრიბუნების ბარიერმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. შედეგად რამდენიმე სევილიელი ქომაგი სტადიონზე აღმოჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ორი ადამიანი უმნიშვნელოდ დაშავდა. შეხვედრა 15 წუთით მომხდარის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ განახლდა და საბოლოოდ „სევილიამ“ 3:1 იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარიერს და რტიბუნას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავ , კლავიატურასთან რა საქმე გაქვს
კახაბერი
21:27 30-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული