"რეალის" თავდამსხმელს კარიმ ბენზემას ლა ლიგას მე-8 ტურში "ალავესთან" მატჩისას მიღებული ტრავმის გამო 2-3 კვირა მოუწევს უქმობა.
კლუბის სიტის ცნობით, ბენზემას მარჯვენა მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს.
ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
როგორც იცით, ამავე შეხვედრაში ტრავმა მიიღო ბლანკოსის მეორე ფორვარდმ გარეთ ბეილმა.
მოკლედ, "რეალს" სანაკრებო პაუზამ სულზე მოუსწრო - მორიგ მატჩს პრიმერაზე 20 ოქტომბერს ჩაატარებს "ლევანტესთან".