სერხიო რამოსი თანაგუნდელის ქცევამ მწყობრიდან გამოიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ვარჯიშის დროს ემოციები ვერ შეიკავა და თანაგუნდელს სამაგიერო გადაუხადა.

ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში 21 წლის მცველმა სერხიო რეგილონმა ცოტა უხეშად ითამაშა რამოსის წინააღმდეგ და ლამის ტრავმა მიაყენა.

"სამეფო კლუბის" კაპიტანი გადაირია რეგილონის ასეთი საქციელით და ბურთი მისი მიმართულებით რამდენჯერმე დაარტყა.

შემდეგ რამოსმა "ტვიტერზე" საკუთარი დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ძალიან მძაფრად აღიქვა აღნიშნული მომენტი.

"ჩვეულებრივი სათამაშო სიტუაცია, მაგრამ შესაძლოა, ასე არ მოგეჩვენოთ. თუმცა ეს არ მამართლებს, ასე რეაგირების უფლება არ მქონდა. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით. ასე არაა,
რეგილონ?", - დაწერა რამოსმა.

Sportall.Ge თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ სერხიო რამოსის მაისური, ის უკვე ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ ბმულზე შეიძინოთ. გარდა ამისა შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთი ღირსეული და კორექტული ფეხბურთელია და გამოიყვანა წყობიდან უხეშობამ
soso
20:23 23-10-2018
7
შე ვირისთავოო რა
გივი
17:26 23-10-2018
4

სიახლეები პოპულარული