სანტიაგო სოლარი: ფეხბურთელები დამწუხრებულები არიან მიმდინარე შედეგებით, მაგრამ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"დღეს გუნდთან ვარჯიში გავმართე. ფეხბურთელები დამწუხრებულები არიან მიმდინარე შედეგებით, მაგრამ მწვერვალზე დაბრუნება სურთ.

"რეალის" ფეხბურთელები მეომრები არიან, რომლებსაც უამრავი ტიტული აქვთ მოგებული.

მელილიაში წავალთ ესპანეთის თასის მატჩზე და მოგებას შევეცდებით. გვაქვს ენთუზიაზმი, ერთგულება და სურვილი, კვლავ ვაჩვენოთ კარგი თამაში. რა თქმა უნდა, აღელვებულები ვართ.

ჩემი პირველი მიზანი ამ მატჩის მოგებაა. მე "რეალის" მოთამაშე ვიყავი და კლუბისთვის მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებოდი ისევე, როგორც სხვები. ახლა ვეცდები, გუნდი საჭირო შედეგამდე
უკვე მწვრთნელის რანგში მივიყვანო. "რეალი" დიადია და აქ მუშაობა სასიამოვნოა", - აცხადებს სოლარი.

"მელილასა" და მადრიდის "რეალს" შორის მატჩი დღეს, 31 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

altგაწუწურაქებული ბაბუა ფლო "რეალს" უფსკრულისკენ მიაქანებს

altESPN-ის ჟურნალისტი: ლოპეტეგის მტრები მეტოქეები კი არა, პერესი და "რეალის" ფეხბურთელები იყვნენ

altგადაყენებული ლოპეტეგის ნაცვლად "რეალს" 15 დღე სოლარი უხელმძღვანელებს

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული