Cadena Cope-ის ცნობით, ბრაზილიელის გადაბირება "ბარსელონასაც" სურდა. კატალონიელები მისით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდნენ, როცა ის 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა.
"ბარსელონამ" ვინისუსის აგენტთან მოლაპარაკება გამართა და გადასვლაზე შეუთანხმდა.
თუმცა "ფლამენგომ" მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ფასი 45 მლნ ევრო დაადო. ტრანსფერის თანხის გარდა, კიდევ 8 მლნ ევრო შუამავლებისთვის და 8 მლნ ევრო ვინისუსის ოჯახისთვის იყო გადასახდელი.
მიუხედავად "ბარსელონასთან" წინასწარი შეთანხმებისა, "რეალმა" მაინც შეძლო ვინისუსის ყიდვა და მასში 61 მლნ ევრო გადაიხადა.