ლა ლიგას მე-11 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდს" 2:0 სძლია.
"რეალმა" დროებითი მწვრთნელის სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა პრიმერაზე და "ვალიადოლიდის" წინაღმდეგობის დაძლევა თამაშის დასასრულს მოახერხა.
ბლანკოსმა ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ექვს შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 68 050 მაყურებელი
რეალი - ვალიადოლიდი 2:0
გოლები: 1:0 ოლივასი (83, საკ. კარში), 2:0 სერხიო რამოსი (88, პენ)
რეალი: კურტუა, სერხიო რამოსი, ნაჩო, ოდრიოსოლა, რეგიოლონი, მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო (ისკო 56), ასენსიო (ვინისიუსი 73), ბენზემა, ბეილი (ვასკესი 71)
ვალიადოლიდი: მასიპი, მოიანო (ჩოპი 85), ოლივასი, ანტონიტო, მარტინესი, კალერო, მიჩელი, ალკარაზი, ლ. სუარესი (პლანო 76), ტ. სუარესი (ვერდე 69), უნალი