"მარკა" იუწყება, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის მწვრთნელად სანტიაგო სოლარის წლის ბოლომდე დატოვებს.
საქმე იმაშია, რომ კლუბი ვერც ერთ ცნობილ მწვრთნელს ვერ მოურიგდა და ამ დროს სოლარის წინამძღოლობით "ბლანკოსმა" სამივე თამაში მოიგო.
არსებული წესის თანახმად, დროებით მწვრთნელს მხოლოდ 15 დღე აქვს გუნდის თავკაცობის უფლება და სოლარი მალე უკვე მთავარი მწვრთნელი გახდება.