"რეალმა" დროებითი მწვრთნელის სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობის ზედიზედ 4 მატჩი ბურთების +13 შეფარდებით მოიგო.
ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 89 წლის მანძილზე.
ბლანკოსმა ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენი" 5:0, ესპანეთის თასზე "მელილია" 4:0, ხოლო პრიმერაზე "ვალიადოლიდი" 2:0 და "სელტა" 4:2 დაამარცხა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" მას სეზონის ბოლომდე გაუფორმებს კონტრაქტს.