მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ კლუბში საკუთარ როლზე ისაუბრა.
"ბედნიერი ვარ, როცა უკან ვიხედები და "რეალში" ჩემს მიღწევებს ვაფასებ. ბევრზე მომიწია უარის თქმა. მთავარია, ყოველთვის იყო მოტივირებული.
ადრე კრიშტიანო რონალდო გვყავდა. ახლა ის არ არის, ამიტომ ჩემი ჯერი მოვიდა და მე მზად ვარ. შევეცდები, ბევრი გოლი გავიტანო. მინდა, ეს ყოველ მატჩში გავაკეთო.
კონკრეტულ ციფრს არ დავისახავ, მაგრამ მომწონს გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. 35 გოლი? ეს ციფრი მომწონს", - თქვა ბენზემამ.
მომზადებულია marca.com-ის მიხედვით