ედუარდო ბერიცომ "ბილბაო" დატოვა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო ბერიცომ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა "ტვიტერზე" გაავრცელა.

მხარეებმა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. 5 დეკემბრიდან "ბილბაოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გაისკა გარიტანო იქნება.

ბერიცომ "ბილბაო" ამა წლის გაზაფხულზე ჩაიბარა. 14 ტურის შემდეგ "ბილბაო" 11 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.

ადრე არგენტინელი სპეციალისტი ისეთ კლუბებში მუშაობდა, როგორებიცაა "სელტა" და "სევილია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული