El Pais: "რეალმა" მოურინიოს გუნდის ზაფხულში ჩაბარება და 20-მილიონიანი ხელფასი შესთავაზა

AutoSharing Option
El Pais-ის ცნობით, "რეალის" ვიცე-პრეზიდენტი ხოსე ანხელ სანჩესი "მანჩესტერიდან" დათხოვნილ ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდა.

თურმე, სანტიაგო სოლარის "რეალის" თავკაცად დანიშვნისთანავე სანჩესი მოურინიოს აგენტს ჟორჟე მენდეშს დაუკავშირდა.

"რეალმა" ფეხბურთელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და ისინი მოურინიოს დაბრუნების მომხრეები არიან.

ორივე მხარესთან დაახლოებულმა აგენტმა იუწყა, რომ "რეალს" სურს პორტუგალიელს კონტრაქტი 1 ივლისს გაუფორმოს, რათა "მანჩესტერს" 5-მილიონევროიანი კომპენსაცია არ გადაუხადოს.

"რეალი" ჟოზეს ტრანსფერებზე სრულ კონტროლს და წლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონს დაპირდა, შემდეგ კი ეს თანხა 20 მილიონამდე გაზარდა.

მოურინიოს პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

მოურინიოს გუნდის ზაფხულში ჩაბარება და 20-მილიონიანი ხელფასი შესთავაზა" />პეპ გვარდიოლა: ჟოზე მოურინიო ძლიერია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება

altThe Independent: ჟოზე მოურინიო შესაძლოა "რეალში" დაბრუნდეს