
"ბარსელონამ" თავდამსხმელი ელ-ჰადადი მუნირი "სევილიას" 1.05 მილიონ ევროდ მიყიდა.
მუნირს "ბარსაში" თამაში იშვიათად უწევდა, ამ სეზონში 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გასულ სეზონში ის "ალავესში" იყო განათხოვრებული, სადაც 33 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდა, მაგრამ თავად მიიღო გუნდის გამოცვლის გადაწყვეტილება.