ალვარო მორატამ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ხელშეკრულებას ხელს მალე მოაწერს.
"მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად წავიდა. ბედნიერი ვარ, ამ მომენტს დღეებია ველოდები. კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" დავიწყე და ვინც მიცნობს, იცის, რას ნიშნავს ჩემთვის აქ დაბრუნება. წარსული წარსულია და ამით ვამაყობ. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას." - განაცხა
ესპანელ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში მადრიდის "რეალის" და "იუვენტუსის" რიგებში უასპარეზია.
ის "ჩელსიმ" 2017 წელს მისთვის სარეკორდო თანხად - 70 მილიონ ევროდ შეიძინა.
ალვარო მორატამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.