"დღეებია, ამას ველოდები" - ალვარო მორატამ "ატლეტიკოში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ალვარო მორატა მადრიდის "ატლეტიკოს" იჯარის წესით მომავალი სეზონის ბოლომდე შეუერთდება და ამ გარიგების სანაცვლოდ ლონდონური კლუბი 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ალვარო მორატამ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ხელშეკრულებას ხელს მალე მოაწერს.

"მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად წავიდა. ბედნიერი ვარ, ამ მომენტს დღეებია ველოდები. კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" დავიწყე და ვინც მიცნობს, იცის, რას ნიშნავს ჩემთვის აქ დაბრუნება. წარსული წარსულია და ამით ვამაყობ. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას." - განაცხა
და ალვარო მორატამ.

ესპანელ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში მადრიდის "რეალის" და "იუვენტუსის" რიგებში უასპარეზია.

ის "ჩელსიმ" 2017 წელს მისთვის სარეკორდო თანხად - 70 მილიონ ევროდ შეიძინა.

ალვარო მორატამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.

alt"ჩელსიმ" გონსალო იგუაინი იჯარით აიყვანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული