სანტიაგო სოლარი: მეორე გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" სტუმრად ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა.

"ძნელია ფეხბურთის სამართლიანობაზე საუბარი. მეორე გოლის გასატანად რამდენიმე მომენტი გვქონდა: ბეილის, კროოსს... კარგი თამაში იყო. ჩვენთვისაც კარგი საყურებელი იყო და გულშემატკივრებისთვისაც.

"რეალმა" 1:5 რომ წააგო, იმ შეხვედრასთან შედარება უაზრობაა. ჩემი გუნდი ძალიან სერიოზულად მუშაობს და ეს დღეს ყველამ დაინახა.

ორივე გუნდი ძალზედ მაღალი დონისაა და მადრიდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მარსელო მეორე კაპიტანია, ნამდვილი მადრიდისტა და მის საუკეთესო ფორმაში ჩადგომას ველით.

ვინისიუსი 18 წლისაა და მისი
ასპარეზობა აღგვაფრთოვანებს. ასეთი დასაწყისი ბევრს არა აქვს. პარტნიორები მას გაბრწყინებაში ეხმარებიან.

ვასკესს ის თვისებები აქვს, რომელსაც ესპანელთა ხასიათში ვაფასებ.

მეორე გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
33
20
8
5
27
68
33
20
4
9
21
64
33
14
12
7
14
54
33
15
7
11
12
52
33
12
16
5
10
52
33
11
13
9
-6
46
34
12
10
12
-9
46
33
12
7
14
-6
43
33
11
9
13
-9
42
33
10
11
12
-2
41
33
10
11
12
-5
41
34
9
13
12
-5
40
33
8
8
16
-9
35
16
ვალიადოლიდი
34
8
11
15
-18
35
34
8
10
16
-13
34
33
8
10
15
-14
34
19
უესკა
34
6
11
17
-18
29
20
ვალეკანო
33
7
7
19
-21
28