9 თებერვალს, ლა ლიგას 23-ე ტურში "რეალმა" "ატლეტიკოს" 3:1 სძლია.
"რეალმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 45 ქულა დააგროვა, "ატლეტიკოს" 1 ქულით გაასწრო, მე-2 ადგილზე გადავიდა და 17 თებერვალს "ჟირონას" უმასპინძლებს.
მსაჯმა ხავიერ ესტრადა ფერნანდესმა ორჯერ გამოიყენა ვიდეოგამეორება: პირველად, როდესაც მასპინძელთა გოლი ჩათვალა და მეორედ, როცა მათ კარში პენალტი დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 10 ფეხბურთელი გააფრთხილა და 1 გააძევა.
სერხიო რამოსმა პირველად კარიერაში გაიტანა სეზონში 11 გოლი.
გარეთ ბეილმა ყველა ტურნირზე "რეალში" მე-100 გოლი გაიტანა.
"ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" პირველ ტაიმში პირველად გაუშვა 2 გოლი.
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 67 752 მაყურებელი
ატლეტიკო - რეალი 1:3
გოლები: 0:1 კაზემირო (16), 1:1 გრიზმანი (25), 1:2 რამოსი (42, პენ), 1:3 ბეილი (74)
გაძევება: პარტეი (80)