ქარიმ ბენზემას სახლი "ელ კლასიკოს" დროს გაქურდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდის, ქარიმ ბენზემას სახლი "ელ კლასიკოს" დროს გაქურდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito TV ავრცელებს.

ქურდები 31 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ესპანეთის თასზე "რეალისა" და "ბარსელონას" საპასუხო ნახევარფინალური მატჩი მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა წაიღეს ქურდებმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ესპანეთსა და ევროპაში მატჩების დროს ფეხბურთელების სახლების გაქურდვა არაერთხელ მომხდარა. ქურდები შევიდნენ კევინს პრინს-ბოატენგის, ჟორდი ალბას (ორივე ბარსელონა), სადიო მანეს (ლივერპული), ტიაგო სილვას, დანი ალვეშის, ერიკ მაკსიმ შუპო-მოტინგისა (ყველა პსჟ) და "მარსელის" პრეზიდენტ ჟაკ-ანრი ეიროს სახლებში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მილიონები აქვთ და ნორმალური კარი და საკეტები ვერდაუყენებიათ ესე ადვილად რო ქურდავენ?
beso
01 მარტი 2019 17:50
0
ადვილი გამოსაძიებელია. ქურდი თან ქართველია და თან ბარსელონას ფანი. ყველა ადვილად გახსნის, ქოცების გარდა.
hahaha
28 თებერვალი 2019 23:23
3
დაადგინეს ქურდი და გამოდგა რეალის ფანი, თანაც ესპანელი ყოფილა.
laSa
01 მარტი 2019 20:26
0
თუ ქართველების ხელი ურევია …….. ,ვეღარ გავიგე სასაცილოა თუ სატირალი.
gio
28 თებერვალი 2019 17:56
3
მგონი სპორტსმენებზე დასპეციალებული ორგანიზებული დანაშაული იქმნება.
სოსო
28 თებერვალი 2019 17:56
0
საღოლ, საღოლ ბიჭებო.
28 თებერვალი 2019 16:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული