"რეალში" მონასტერი აირია. სერხიო რამოსი - ფლორენტინო პერესს: გადამიხადე და წავალ

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას As-ი ავრცელებს: "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემდეგ, "რეალის" გასახდელში კონფლიქტი მოხდა.

კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელები არასათანადო თავდადებაში დაადანაშაულა, უთხრა, რომ ძალიან ბევრი დასვენების დღეები აქვთ და სამარცხვინოები უწოდა.

ეს ვერ მოითმინა გუნდისთავმა სერხიო რამოსმა და მოურიდებლად მიაძახა:

"გადამიხადე და წავალ. "რეალისთვის" ყველაფერი გავიღე და პირადად შენთვისაც".

რამოსი დარწმუნებული იყო, რომ ბლანკოსი "აიაქსის" ბარიერს უპრობლემოდ გადალახავდა, ამიტომ პირველი შეხვედრის დასასრულს განზრახ მიიღო გაფრთხილება, რისთვისაც უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ